მინდა რომ
მინდა რომ ისევ გაწვიმდეს, ხეებს ფოთლები გაცვივდეს, ტკივილი გრძნობას გაცლიდეს, გულს სიყვარული გაცილდეს. მინდა რომ ქარი დაქროდეს, ის წლები აღარ მახსოვდეს, გულში ტკივილი არ მქონდეს და სიხარული დამქონდეს. მინდა რომ ისევ გათოვდეს, ჩემს მეტი სხვა არ გათბობდეს, ჩემი სახელი გახსოვდეს, ძველი ეჭვები გაგშორდეს. მინდა რომ წყალმა იდინოს, და ბუნებამაც იტიროს, სხეულში გრძნობამ იძინოს და სხვისი აღარ ისმინოს. მინდა რომ ისევ აცივდეს, გული მთლიანად გაცივდეს, ძველ მოგონებებს დაცილდეს და ემოციებს დაცლიდეს. მინდა რომ ისევ გათოვდეს მინდა რომ წყალმა იდინოს, მინდა რომ ქარი დაქროდეს და ერთმა გოგომ იტიროს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი