მერე რა
მერე რა, მერე რა თუკი არ მემღერება, თუ კვლავ სევდა მერევა და მინდა შენი ფერება. მერე რა,მერე რა თუკი წუთი ჩერდება, გულის ცემა ნელდება და კვლავ მსურს შენი შეხება. მერე რა, მერა რა თუკი თვალი შტერდება განშორება ძნელდება და სიმარტოვე გრძელდება. მერე რა, მერე რა თუკი შენი მშვენება არ არსებულ ფერებად სიზმარში მეჩვენება. მერე რა, მერე რა თუკი აღარ ხერხდება ჩვენი ისევ შეხვედრა და გულიც ნატვრით ბერდება. მერე რა, მერა რა თუ ფურცელი სველდება, თუ ხელი მიჩერდება და სუნთქვაც კი მიძნელდება. მერე რა, მერე რა, თუკი არ მემღერება, იმედი სულ მექნება რომ ბოლოს ჩემი გერქმევა!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი