*** ერთი,ორი,სამი,ოთხი ***


ერთი,ორი,სამი,ოთხი
გოგო დროზე ხელში ცოცხი.

ხუთი,ექვსი,შვიდი და რვა
სახლს ხომ უნდა ხშირად დაგვა.

ცხრა,ათი,თერთმეტ,თორმეტ
ველოდები მე იმ მომენტს

ცამეტ,თოთხმეტ,თუთხმეტ,თექვსმეტ
როცა შენ დარეცხავ თეფშეფს.

ჩვიდმეტ,თვრამეტ,ცხრამეტ,ოცი
მშია დროზე შეწვი ხორცი.
 
მიდის დროის უკუ ათვლა
ცოლობაში დღეს გაქვს ჩათვლა.

ოცი,ცხრამეტ,თვრამეტ, ჩვიდმეტ
გაინძერი თორე გიჩქმეტ

თექვსმეტ,თხუთმეტ,თოთხმეტ,ცამეტ
უკვე თითზე ვითვლი წამებს.

თორმეტ,თერთმეტ ათი და ცხრა
დროზე წყალი თორემ დამცხა.

რვა,შვიდი,ექვსი,ხუთი
დამენახე ერთი წუთით.

ოთხი,სამი,ორი,ერთი
გეყოფა გოგო გაჩერდი.

ასე ვითვლი ხშირად წამებს
რაც ჩემს გოგოს სულ აწამებს.

ტანად არის თვალწარმტაცი,
მაგრამ ხშირადაც ზარმაცი.

და ამიტომ არ ვასვენებ,
რა აკეთოს სულ ვახსენებ.

ღამედ იქცა ეს დღეც უკვე,
მე ჩემს გოგოს დავეუფლე.

და ყოველთვის ასე ხდება,
ყოველდღე ეს მეორდება.

ერთი,ორი,სამი,ოთხი,
დროზე გოგო ხელში ცოცხი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი