უკვდავება


ტერენტი უზის ძველ შავ როიალს
და მელოდიას უკრავს სევდიანს,
ქუჩაში ეძებს ლადო ნიკალას
მუზები კი კვლავ მგოსნებს ელიან.

ოცნებით ცაში მიფრენს მერანი
გალაკტიონი კვლავ მერის ეძებს,
ბარათაშვილი ლექსს წერს მტკვრის პირას
პოეტი ნატვრის გარეშე ვერ ძლებს.

აკაკის ხელში უჭირავს ქნარი,
და სამშობლოზე ფიქრით სულდგმულობს,
თვალნათლივ ხედავს იმ მომენტს როცა
ბაში–აჩუკი თავს კვეთს ურჯულოს.

ზეცას ფრიალებს დავითის დროშა,
ჭყონდიდელი გზას ულოცავს ლაშქარს
მიყვარს ოცნება რომელიც ქვეყნად
აქამდე ნანატრ ოცნებას არ გავს.

კარგავს სიყვარულს ჩამქვრალი გული,
აღარ ანათებს იმედის სხივი
შთაგონებისაც ამოშრა წყარო
და კაეშანი გახდა ხანგრძლივი.

 წყალმა წაიღო ჩემი ფიქრები
და ბარათაშვილს მტკვრის პირას შეხვდა,
დააწერინა ლექსი რომელშიც
დარდი და სევდა ერთმანეთს სდევდა.

გალაკტიონმა მონახა მერი
და ჩაიშალა ის ჯვარისწერა,
ერთხელ ნანატრი ოცნება ოდეს
მჯერა სიზმარი აღარ იქნება.

ცისფერი ღამე აღარ სურს გრანელს,
სიკვდილზე ფიქრი თითქოს მოშორდა,
ილუზიები დაგმო და მაინც
დეპრესია მას არ ჩამოშორდა.

ამ დილით შეხვდა ლადო ნიკალას,
მასთან საუბრით იჯერა გული,
და ორთაჭალის ტურფების ხატვით
მან განიციდა ზღვა სიხარული...

პოეტის სული არ ქრება არსად
პოეტს სიკვდილი არ უწერია,
ხალხის ხსოვნაში დარჩება ის რაც
მას კი ოდესმე დაუწერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი