*** როცა მიზანი ***


როცა მიზანი ახლოს იქნება,
და რეალობა შეცვლის ოცნებას
მაშინ გიჟური თავდავიწყება
დაემსგავსება უმანკოებას.

გაფანტავს ტკივილს ძლიერი ქარი,
მთვარე იქცევა მუზად პოეტის,
ტკბილ მელოდიას დაუკრავს ქნარი,
შეწყდება ხანა განმარტოების...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი