აღარ მინდება
ლექსის დაწერა აღარ მინდება, დაკარგული მაქვს წერის ხალისი, ჩემი ტალანტი აღარ ვლინდება, გული ტყვე არის ერთი ქალისი. აღარ მინდება აღარც გართობა, არ შემიძლია ვიხუმრო ლაღად, მე რა მიშველის?? რა და დათრობა, აღარ მაქვს თავი ვიფიქრო საღად. აღარ მინდება არც სიარული, სულ სახლში ვზივარ ნუთუ მე ვკვდები? აღარ ვარ ბიჭი სულ მხიარული, ღმერთო რა მომდის ცხოვრებას ვწყდები? აღარ მინდება არც სიყვარული, გულში დაიდო ოცნებამ ბინა დავიმსახურე მე სიბრალული? მადლობთ არ მინდა, შენ გჯობდა წინა. აღარ მინდება დროის ტარება, სულ ყველგან ვხედავ მხოლოდ შენს სახეს, რატომ ხარ ჩემთან შენ უკარება, არ მოველოდი დაგებულ მახეს. აღარ მინდება გაჩუქო ია, ანაც მოგიძღვნა მე შენ სიმღერა, როცა ჩემს გრძნობას მიადეს ტყვია, გულმა ბოლოჯერ მაშინ იმღერა. აღარ მინდება გიხილო ისევ, უბნის თოჯინა მე არ მჭირდება, ვიცი რაცა ხარ, ბოღმით გულს ივსებ, ვიზეა ლექსი ბევრი მიხვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი