რატომ აღარ თოვს?


რატომ აღარ თოვს,
რატომ აღარ წვიმს,
გული შენთან მთხოვს,
თვალი ცრემლებს ცრის.

რატომ აღარ თოვს,
რატომ აღარ წვიმს,
ნუთუ არ გახსოვს,
ბრწყინვალება ცის.

რატომ აღარ თოვს,
რატომ აღარ წვიმს,
გული ჯერ ვერ გთმობს,
ისევ შენ გიცდის.

მე კი ველი თოვლს,
მეშინია წვის,
რატომ აღარ თოვს,
რატომ აღარ წვიმს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი