მაინც გავივლი
დავხატავ ნახატს ჯერ არ დახატულს, შევიგრძნობ ფერებს ჯერ არ დანახულს, შევიქმნი იმედს ჯერ არ დასახულს, დაველოდები ვნების დასასრულს. მოგიძღვნი ლექსებს ცრემლით დანამულს, ერთად შევკრიბავ აზრებს დაფანტულს, ქარაგმით გეტყვი სურვილს დაფარულს, ჩემს გულს გაჩუქებ, დარდით დატანჯულს. მაინც გავივლი მე გზა სავალ რთულს, ვერასდროს მნახავ სხვაზე გადართულს, კვლავ შევქმნი ლექსებს განცდით გამართულს, გაგიმხელ გრძნობას გულში გახლართულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი