არ გავჩერდები
არ გავჩერდები, არა უნდა მოგიყვე სრულად, კმარა სიცივე კმარა, რატომ მიყურებ მტრულად. შენზე დავიწყე წერა, შენ გახდი ჩემი მუზა, ნელდება გულის ძგერა გიხდება თეთრი ბლუზა. მე შენს ციმციმა თვალებს, კალმით დახატულ ტუჩებს, ვერ შევადარებ ქალებს, რომ მიჰყვებიან ქუჩებს. მინდა შევიგრძნო ფეთქვა შენი პატარა გულის, აქამდე უნდა მეთქვა ოცნება ჩემი სულის. მე ხომ არა ვარ მტერი, ფართოდ გამიღე კარი რადა ხარ ასე შტერი, ჯერ ხომ არა გყავს ქმარი. გამიმასპინძლდი მიდი, შემიპატიჟე სახლში მე სიყვარულს არ ვყიდი არც არვის ვაძლევ ვალში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი