რას დაარქმევდი?


მე ჩემს სურვილებს ღამეს ვანდობდი,
მთვარის მკრთალ შუქზე ალერსს ვნატრობდი,
არსად ვამბობდი მაგრამ ვატყობდი,
ოცნების კოშკებს ფუჭად ვაწყობდი.

მასთან ვეძებდი სიყვარულს ვისაც
ჯერ ვერ გაეგო ამ გრძნობის ფასი,
ვერ გაერჩია ცუდისგან კარგი
ჩემი განცდისთვის დაერქვა ფარსი.

ეთქვა სათქმელი მწველი სიტყვებით:
“ბექა ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით,
გულს ვერ მომიგებ ლექსის რითმებით
თავს ნუ იტანჯავ ფუჭი ფიქრებით...

ვიცი გიყვარვარ და გტკივა გული,
შენი ჩემდამი გრძნობაა სრული,
ვეღარ იძინებ არ მოგდის რული,
შენთვის უჩემოდ ყოფნაა რთული...

მე კარგად მესმის შენი განცდები,
გთხოვ დამივიწყე ნუღარ გაცდები,
ხომ იცი შენი მე არ გავხდები,
რომ არ მიყვარხარ რატომ არ ხვდები?”...

ჩემო პატარავ, რად ხარ სასტიკი,
რატომ არ მაძლევ გრძნობის უფლებას,
გთხოვ არ წახვიდე, მეც მომისმინო
ვიყენებ სიტყვის თავისუფლებას.

აი რას გეტყვი სანაცვლოდ ამის,
დედის იმედო ფერიავ მამის,
არ მსურს უშენოდ დაკარგვა წამის,
მე უშენობით გავგიჟდე ლამის...

შენზე ოცნებით დავწერე "როცა"
“ეული სული” გულს დავათრევდი,
ამ ლექსს დაწერილს ჩემს მიერ შენზე,
მაინტერესებს რას დაარქმევდი ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი