იარა გულზე
დაემტვრა ფრთები ამ ჩემს ოცნებებს, ღრუბლებში ფრენით გული ვიჯერე, შენზე გავიგე სრული სიმართლე, თუმცა თავიდან ვერ დავიჯერე. მაგრამ რას ვიზამ, შენ ეგრე გინდა, არ შემიძლია შეცვლა წარსულის, თუმც რომ შემეძლოს მე დაბრუნება, არ მაქვს სურვილი დროის გასულის. Mმივხვდი არასდროს არ გყვარებივარ, და ვერც ვერასდროს ვერ გამიგებდი, ადრე თუ გვიან გულსაც მატკენდი და ჩემს ოცნებებს თან წაიღებდი. უკვე აღარ გვაქვს რამე საერთო, ჩვენ შორის ჩატყდა სულ ყველა ხიდი, აღარ გაქვს შანსი ჩემით გაერთო, ვინც ახლა გიყვარს იმასთან მიდი. არადა მართლა ძლიერ მიყვარდი, და შენ გიძღვნიდი უამრავ რითმას, ნუთუ მრავალჯერ არ მითქვამს შენთვის ის რაც ჯერ სხვისთვის არასდროს მითქვამს. პირველი იყავ ვინც შემიყვარდა და დიდი გრძნობით აძგერდა გული, როცა დამტოვე ჩემგან წახვედი გულზე გამიჩნდა მე დიდი წყლული. არ შეხორცდება ჯერ ეს იარა, და ეს ტკივილი ჯერ არ გამივლის, მაგრამ მწამს მალე დამავიწყდები ეს ჩემი ტანჯვა მალე ჩაივლის. ვიცი მიხვდები მაგ შენს შეცდომებს, და შენ დაიწყებ საზარელ მოთქმას, გვიან გაიგებ სიყვარულის ფასს, ეგ რა ჩვევა გაქვთ ქალების მოდგმას. მაგრამ იმ წყალში მე აღარ შევალ, რომელმაც ცეცხლზე ულმობლად დამწვა, არც აღარასდროს არ შევიყვარებ მას ვინც ღრუბლიდან მიწაზე დამცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი