დასასრული
მეცოდები, იცი რატომ? საკუთარ თავს იღუპავ შენ, დაგივიწყე აგარ გნატრობ, ოცნებები წაიშალენ. ჩაიძირა კვლავ სიღრმეში, არ ამხდარი ეს სურვილი, აღარ გხედავ მე სიზმრებში, შენი არ მაქვს დღეს წყურვილი. დასამარდა, დაიმარხა, რაც კი გულში იყო წმინდა, უკვე ყველამ დაინახა, რომ მე შენთან აღარ მინდა. უდაბნოში დასიცხული, დავდივარ და წყალს დავეძებ, თითქოს უკვე მძვრება სული, და სიკვდილი მიდგას გვერდზე. ოცნებები არ ამხდარი, და აფექტი კვლავ განცდილი, პრობლემები გადამხდარი, არ მინდიხარ, არც გახდილი. შორს მიფრინავს, არ ბრუნდება, სიყვარული რაც კი მქონდა, უკვე აღარ დაბრუნდება, თუმცა ვიღაც ამას მთხოვდა. აღარ იყო დასარჩენი, გრძნობა იყო არასრული, საბოლოო განაჩენი სიყვარულის დასასრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი