დედი
უკვე მეექვსე წელი გავიდა, რაც მე დაგკარგე შენ ჩემო დედი, გამევსო გული სევდით და დარდით რატომ მომექცა მე ასე ბედი. ვდგავარ საფლავზე სანთელით ხელში, და მაგონდება ის დრო გასული, როცა ვიყავით ჩვენ ერთად დედი, სანატრელია ჩემთვის წარსული. და ახლა როცა ცრემლს ვერ ვიკავებ, მოგონებებში შენს სახეს ვეძებ, მახსოვს თუ როგორ ზრუნავდი ჩემზე, სულ მენატრები უშენოდ ვერ ვძლებ. და ახლაც როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ფურცელი ცრემლით სულ მისველდება, ვერ ვარჩევ ნაწერს გამირბის ხელი, ტკივილით გული ვგრძნობ მიჩერდება. ცხრა თებერვალი ისევ გათენდა, დაბადების დღეს გილოცავ დედი, შენ გახდებოდი ორმოცდაცხრა წლის, ჩემთვის გაშავდა ცხოვრების ხედი. ულმობელია წუთისოფელი, არ ინდობს არვის,მუდამ გვამწარებს, არ გვაკლებს ტკივილს,დარდსა და ნაღველს და ჩვენც მოკვდავებს რა გაგვახარებს. ახლა მე ვტირი, არ ვმალავ ჩემს ცრემლს, გზას ვუხსნი გრძნობებს, არ ვერიდები, მსურს რომ შევცვალო დროის დინება და თუ ვერ შევცვლი გავერიდები. ასეთ ცხოვრებას ვიქნები მარტო, მოგონებების მონა გავხდები, ფიქრით აღვიდგენ წარსულის სურათს, და ასე ნატვრით სულ მთლად გავქრები. მაგრამ რას შევცვლი? ვერაფერს ვერა, არ დაბრუნდება დრო სანატრელი, არ გათენდება მზიანი დილა, მძულს ეს ცხოვრება, სულ სადარდელი. მეც დარდის მეტი რა დამრჩნია, მუდამ ტირილი თებერვლის ცხრაში, ჩემთვის ტკივილი განაჩენია, და მალე მოვალ მეც დედი ცაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი