მინდა
მინდა გესმოდეს, მინდა გჯეროდეს, მინდა ეს გული შენზე მღეროდეს. მინდა აგიხსნა გული გაგიხსნა, მინდა დარდისგან მე რომ დაგიხსნა. მინდა გიყვარდე, მინდა გინდოდე, მინდა რომ ჩემზე ისევ ფიქრობდე. მინდა გხატავდე, მინდა გქარგავდე, მინდა არასოდეს აღარ გკარგავდე. მინდა მხვდებოდე. ჩემთან რჩებოდე, მინდა უშენოდ მე არ ვკვდებოდე. მინდა გახსოვდე, მინდა გათბობდე, მე ისევ მინდა კოცნით გათრობდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი