როცა


როცა მოგენატრები,
როცა ჩემზე იფიქრებ,
როცა ჩემზე ოცნებით,
მთელი ღამე იფხიზლებ.

როცა თვალებს ცრემლებით,
მრავალჯერ დაისველებ,
როცა ჩემზე ფიქრებით,
ღამეც ვერ დაისვენებ.

როცა შერიგებას მთხოვ,
შენ შეცდომებს მიხვდები,
როცა კარგად გაიგებ,
რომ ძალიან გჭირდები.

როცა შენ დამირეკავ,
შენს გრძნობებზე მომითხრობ,
როცა მუხლმოდრეკილი,
პატიებას მოითხოვ.

როცა ჩემი ფანჯრის წინ,
მთელი ღამე იჯდები,
როგორ მენატრებოდი,
აი მაშინ მიხვდები.

როცა გარეთ გამოხვალ,
მე კი გვერდზე ჩაგივლი,
გამარჯობას არ გეტყვი,
მხარს გაგკრავ და გავივლი.

როცა მე სხვას ვაკოცებ,
შენ არ მოგეფერები,
როცა ტკივილს განიჭებს,
დღევანდელი ფერები.

როცა იმას მიხვდები
უაზროდ მომექეცი,
ბედი კარზე მოგადგა,
შენ კი გამოექეცი.

როცა იმას შეიგნებ,
რომ შენი დრო წავიდა,
წაგებული იცოდე,
თამაშიდან გავიდა.

როცა გული დაგწყდება,
ჩემთან ყოფნას ინატრებ,
ოცნება არ ახდება,
და შენ მწარედ ინანებ.

როცა ჩემზე იფიქრებ,
როცა მოგენატრები,
როცა მწარედ იტირებ,
ძილშიც მოგელანდები.

როცა იმას მიხვდები,
რომ მე ისევ გიყვარვარ,
სწორედ მაშინ გაიგებ,
რომ მე შენი აღარ ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი