დეგრდაცია
დღეს შეეცვალა ხალხს გემოვნება, დაკარგული აქვთ მათ ეროვნება, ქართველი კაცი საყურით დადის, მზეც უკვე თითქოს უკუღმა ჩადის. ტრადიციები ვიღას სჭირდება, როცა ცხოვრება უფრო ძვირდება, ფული განსაზღვრავს კაცის მეობას, ლამაზ ცხოვრებას, კეთილდღეობას. არავის აღარ სჭირდება ძმობა, უფულო კაცმა დაკარგა ნდობა, ცოდვამ წალეკა ქართველი ერი, მოყვარე გახდა რატომღაც მტერი. აღარ გვეზრდება ერში გმირები, უმრავლესობა, სუფთა სირები, ცენზურას ვარღვევ თქვენთან ბოდიში, კვლავ გავა წლები, მხსნელის ლოდინში. ქართველი-ქართველს მტრულად ეპყრობა, ნუთუ ეს არის ხალხნო ევროპა? პრიმიტიული ინსტიქტი გვამრთავს, დაბრმავებულნი ვერ ვხედავთ მართალს. არაფერს ვბერავ და არ ვამუქებ, რაც არის მხოლოდ იმას ვაშუქებ, გული შემტკივა მართლა ჩემს ხალხზე, პატოისან კაცს დღეს სძინავს დახლზე. თუკი გაყიდე ცხვარ-ძროხა მაკე, მაშინ შენ გელის უბანი ვაკე, თუ ავტობუსი მალე არ წავა, მაშინ მოვასწრებთ, დავლიოთ ყავა, უკვე ყველას აქვს თავისი ფერმა, მარწყვი დათესა დღეს მთელმა ერმა, თუკი ოდნოში არ გიდევს ფოტო, მაშინ შენ შვილო, ყოფილხარ ცოდო. დღეს გოგო დადის კაბით ქუჩაში, რასაც ჩაიტევს ბავშვიც მუჭაში, ელასტიური შავი შარვალი, ასე მოძრაობს გარეთ მრავალი. თუკი გაიცნობ უკვეა ლოვე, გაკოცებს ერთს და მერე იგლოვე, სიყვარულს უნდა დაუხშო კარი, რომ არ დაგემჩნეს, შენ გულზე ბზარი. მოკლედ ხომ მიხვდით რისი თქმაც მინდა, აღარაფერი არ დაგვრჩა წმინდა, ქართველი ვამჩნევ გადაგვარდება, ჩვენი ქვეყანა წარსულს ბარდება მინდა ვუშველო სამშობლოს რამით, მსურს რომ დავლიო ღვინო მეც ჯამით, აი ხომ ხედავთ მიყვარს მამული, ჩემში კვლავ ცოცხლობს სული ქართული. ალბათ შემამჩნევთ, ვარ ცინიკოსი, რომანტიკოსი და ლირიკოსი, დავცინი ყველას მათ შორის ჩემს თავს, მოდი მითხარით ვინმე თუ მე მგავს. კაი მეყოფა თორემ გაგრძელდა, ჩემი ეს ლექსი ძლიერ დაგრძელდა, ვერ ვჩერდები მე, ვერ ვწყვეტ მე წერას, მუზა აქ არის და მთხოვს დაწერას. მაგრამ უკვე მე მერევა ძილი, საოცრად ნაზი და ძლიერ ტკბილი, დავწვები მეც და დავხუჭავ თვალებს, ახალი დღისთვის მოვიკრებ ძალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი