ბედმა დამამჩნია
ბედმა დამამჩნია გულზე დიდი დაღი, არადა ცოტა ხნის წინ ვიყავი ლაღი. თუ კიდევ მივიღებ ცხოვრებაში უარს, ეგეც ვერ გამიქრობს სიყვარულის უნარს. თუ სიმარტოვისთვის მე ვარ განწირული, მაშინ გთხოვ გამითბო , გული გაყინული. ნეტავ ასეთი რა შეცდომა დავუშვი, შანსი შენთან ყოფნის ხელიდან გავუშვი. ნუთუ მოვინდომე მე შეუძლებელი, არ მესმის ნათქვამი ვარ შეუგნებელი. ნუთუ დამადუღე ამ გულზე ბორკილი, წარმოუდგენელია ჩვენი ქორწილი. ალბათ ეს ტკივილიც უნდა მოვითმინო, ცრემლიანი თვალი უნდა მოვიწმინდო. უნდა დავივიწყო, ის რაც გასულია, ის არ დაბრუნდება უკვე წარსულია. ყოველთვის მექნება მე გრძნობის იმედი, მაგრამ ჯერ ვერ ვნახე ვისთანაც მივედი. მივიღე უარი და გულიც ვიტკინე, ამის შემდეგ ბევრი ტკივილი ვითმინე. ვერ გავანადგურე თუმც ტაბუ და დოგმა, მაინც არ შევიძულე ქალების მოდგმა. ქალი ღვთაებაა, სიცოცხლის საწყისი, ადამიანის ცხოვრების დასაწყისი. სიყვარულს მივუძღვნი ჩემს შემოქმედებას, გრძნობა განსაზღვრავს ჩემს შემდეგ მოქმედებას. ჩემი გული კიდევ ბევრ ტკივილს აიტანს, და დასახულ მიზანს ბოლომდე გაიტანს. მე გულზე იარა ბედმა დამამჩნია, დარდი და სევდა არის რაც გამაჩნია. მწამს მარტოობისთვის არ ვარ განწირული, მალე გამითბება გული გაყინული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი