გოგო
წვიმს მთელი დღეა გადაუღებლად, გოგო კი ტირის თავაუღებლად, წვიმის წვეთები ფანჯრებს ეცემა, გოგოს ტირილით ცრემლი ეცლება. გარეთ ნიაღვარს მიაქვს ქუჩები, გოგო კანკალებს, უთრთის ტუჩები, ჭექა–ქუხილი ანათებს ოთახს, გოგო თავის დარდს, არ უმხელს ოჯახს. ქარის ზუზუნი უფრო მატულობს, გოგო კვლავ ტირის, წარსულის ნატრულობს, გარედან ისმის ფოთლის შრიალი, გოგონამ ლამის იწყოს ღრიალი. ჯერ არ აპირებს წვიმა შეწყვეტას, მალე დაკარგავს გოგო შეგრძნებას, რუხი ღრუბელი არ შორდება ცას, გოგო ვერასდროს დაივიწყებს მას. მეხი ვარდება ტრიალ მინდორში, ფიქრი წაიღებს გოგოს იმ დროში, როცა მზის სხივი ეფინა ქუჩებს, ბიჭის ამბორი უთბობდა ტუჩებს. როცა ზაფხულის იდგა საღამო, და ბიჭთან ყოფნა იყო საამო, როცა ვარსკვლავი ცაზე ჩნდებოდა, ყოველდღე ბიჭი, გოგოს ხვდებოდა. მაგრამ ამინდა მალე იცვალა, ბიჭის გრძნობები სულ შეიცვალა, ზაფხულის ღამე ვარსკვლავი ჩაქრა, და სიყვარულიც დამთავრდა, გაქრა. კვლავ წვიმა მოდის, არ გადაიღებს, გოგო ბიჭისთვის გულსაც გაიღებს, წვიმა გოგოს ცრემლს ბიჭთან წაიღებს, მაგრამ ბიჭს სხვა ჰყავს და ვერ გაიგებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი