ცრემლი და სისხლი


სულ დავასველე ფურცელი ცრემლით,
ცრემლი კი ისევ თვალიდან მორბის,
ცრემლზე დავწერე მე ჩემი სისხლით,
სისხლით რომელიც გულიდან მომდის.

ვერ დაგივიწყე, სავსე ვარ სევდით
და ძველებურად ვაგრძელებ ლოდინს,
ვერ დავახლოვდით ვერც ერთი მისხლით,
შენს ფანჯარასთან მე ვიწყებ ზოზინს.

ჩემს თვალში ცრემლი უკვე სულ გაშრა,
გულშიც აღარ მაქვს მე წვეთი სისხლი,
ცრემლი და სისხლი ორივე დაშრა,
მაგრამ ისევ მაქვს: ოცნება,ფიქრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი