პოეტის ბედი


შენზე ფიქრები მე არ მასვენებს,
ყველაფერი დღეს შენთავს მახსენებს,
ნეტავ ვიცოდე რაღა მამღერებს,
ფუჭი ოცნება სულ მთლად მაშტერებს.

რა მოვუხერხო შენს მოგონებას,
კვლავ ვერ ვახერხებ შენს მოპოვებას,
ვერ ვიმსახურებ შენს მოწონებას,
ნუთუ ცდას ვაკლებ მე მონდომებას.

წუთი-წუთს მისდევს გული-გულს კარგავს,
შენზე ოცნება ჩემს გულსაც ფატრავს,
შენი სიტყვები ოცნებას ფანტავს,
და რეალობას აშორებს ფარდას.

მე აღარ მინდა შევიქმნა მითი,
და აღარ მინდა ტყუილი ფიცი,
აღარ გიყვარვარ ასეა ვიცი,
მაგრამ რატომღაც მე ისევ გიცდი.

შენ არ გადარდებს დღეს ჩემი ტანჯვა,
შენს მეტი ჩემთვის საშველი არ ჩანს,
მე აღარ მინდა გრძნობების ხარჯვა,
და სხვა იმედიც მე უკვე არ მაქვს.

მაგრამ ასეა თურმე ეს ბედი,
თავს არ იცოცხლებს პოეტი გედი,
აღარც იცურებს ოცნების გემი,
კლდეზე დაიმსხვრა განცდები ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი