ნუ შემადარებთ
ნუ შემადარებთ მე გალაქტიონს, მას ხომ უყვარდა მთაწმინდის მთვარე, ის ეწეოდა ხშირად ყალიონს, მე კი ვეწევი სიგარეტს ღამე. ნუ შემადარებთ მე ნურც აკაკის, ჩვენ მისნიარი არვინ გვყოლია, ის ხომ არ გავდა ქვეყნად არავის, ის პოეზიის ღმერთის ტოლია. ნუ შემადარებთ მე ნურც რუსთაველს, მას ჰქონდა ნიჭი იყო გენია, ეტრფოდა თამარს, საქართველოს მზეს მისი შედევრი ყველას სმენია. ნუ შემადარებთ მე ნურც გიჟ კოტეს, ვერ ვიტან მე მის უაზრო სიტყვებს, მისი ლექსები მთელ ქალაქს მოსდეს, მე უკეთესად ვალაგებ რითმებს. ნუ შემადარებთ მე ნურც ერთ პოეტს, ჩემს ლექსებს უბის წიგნიც დაიტევს, აღიარებას მე მაშინ ვპოვებ, როცა ჩემს სათქმელს ყველა გაიგებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი