*** შარვლის ჯიბეში ფურცლის ნაგლეჯები ***


შარვლის ჯიბეში ფურცლის ნაგლეჯები,
ფურცლის ნაგლეჯებზე ნაწერი ლექსები,
ვანილის ზეცა კრთება გათენებით
შენს შიშველ სხეულს ნელ–ნელა ვეხები..

ჰორიზონტარულად ვწევართ სარეცელზე,
შემდეგ წამიერი უცბი გარინდება
ხელში სიგარეტი მარჯვნივ სანთებელა
კოცნა ტუჩებში და შემდეგ გაღიმება..

რჩება გაფრენამდე ერთი გაელვება
ფრენის შემდეგ უკვე გამოვიფიტებით
როგორც ოკეანეს გიყვარს აღელვება
მკრთალი სილუეტი ტანზე სვირინგებით....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი