0 38

*** როდესაც ყველა მეომარს ხმალი ***


როდესაც ყველა მეომარს ხმალი
აქვს ალესილი ეკვეთოს მომხდურს
უნდა იბრძოლო ეს არის ვალი
შენი და სხვები დაჰკრავენ ჩონგურს

რადგან მოგანდეს ხმალი მეომარს
გაავლე მუსრი ყველა შაითანს
არ უღალატო გულწრფელ მეგობარს
გული მეტ ტკივილის ვეღარ აიტანს

როდესაც იბრძვი და ფეხქვეშ მიწას
ვერავინ წაგგლეჯს იცი შენია 
რამხელა არის ეს დედამიწა
სამშობლო ედემის ანარეკლია

შემოიკრიბე გარშემო ყველა
სიყვარულისთვის ვისიც ცემს გული
ვისაც სწამს და ვისაც კვლავ სჯერა
ვისაც სურს მიართვას ქალს თაიგული

მე მჯერა იმის მტერი ვერ დაგვამარცხებს
ჩვენი ხმალია რკინისმკვნეტელი
და თუ შენ იცი რა ელით სალახანებს
ისრების წვიმა და ბნელი ქვესკნელი

გაანადგურე ყველა მომხდური
რომ არ დატოვო ამბის მიმტანიც
როლი არ გქონდეს ეპიზოდური
შეიღებება სისხლით ხიფთანი.

გამოანათებს და გამარჯვება
იქნება ტკბილი როგორც არასდროს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს...
კომენტარები (0)