საყურე


მიყვარს როდესაც თვალებში გიყურებ
და იღიმები როგორც გიენა
გიხდება "ბროშკა" და ეგ საყურე
ვნახოთ ნაპოლი,რომა, სიენა

მიყვარს როდესაც მაგ შავ დალალებს
ქარი გიწეწავს და ხარ გალუმპული
ნუ მოუყვები მაგ შენს დაქალებს
რომ ბაგეს შენსას აქვს ალუბალის

გემო და შენც ხომ ხარ დამტკბარი
ისე გიყურებ ხელს მოგხვევ და
ერთი იცოდე მე არ დაგტოვებ
შენთან ლაქლაქი ჯერ არ მომბეზრდა

შენ არ ხარ მონა შენ არ ხარ ლიზა
ხარ თავისუფალი ქალი ღმერთქალი
მსურს მოგატარო ვერონა,პიზა
და მოგიტანო მთვარის სპეკალი

მე არ გატყუებ პოეტებს მაინც
არ გვალამაზებს ცრუ საუბარი
ვნახავთ მიუნხენს და ვნახავთ მაინცს
თურმე ჰქონია ბევრი უბანი

მე მინდა გითხრა როგორ ანათებ
ამ ჩაბნელებულ გვირაბში მზეო
გიგზავნი ტრფობის იისფერ ბარათებს
მე ამ ღამეშიც ვიპოვნე დღეო

იქნებ ყოველთვის ახლოს იყავი
და მე უბრალოდ სხვაგან გეძებდი
შენ ხარ ღვთაება გაურიყავი
და სიყვარულის უტყვი რეცეპტი

მე შემიძლია შენზე გავრეპო
და დაგიწერო სიმღერა ასი
უნდა განახო ნიცა, პალერმო
მაინც უსაზღვრო გაქვს ჩემთვის შენ ფასი

მიყვარს როდესაც თვალებში გიყურებ
და იღიმები როგორც გიენა
გიხდება "ბროშკა" და ეგ საყურე
ვნახოთ ნაპოლი,რომა, სიენა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი