საკურა


თმაში ჩაწნული საკურა
ეგ ჯადოსნური საყურე
სიომ ოცნება მაპკურა
შენ ისევ სივრცეს გაჰყურებ 

ალბათ კვლავ მტრედებს აპურებ
მიყვარს მე შენი აურა
ფანჯარა ოდნავ დახურე
არ შეგაწუხოს ხმაურმა.

მე მიყვარს შენი თვალები
და შენი გრძელი შავი თმა
ვერსად რო დაემალები
მაისურს მიღმა გიჩანს ფრთა

ვიცი რომ ისევ შევხვდებით
და ველოდები ამ მომენტს
ეს არ მოხდება შემთხვევით
მე შენ არასდროს დაგტოვებ

მიზიდავ როგორც მაგნიტი
ვარ უჟანგავი ლითონი
შენს გარდა გზები სად მიდის
თითქოს ვარ პოსეიდონი

თმაში ჩაწნული საკურა
ეგ ჯადოსნური საყურე
სიომ ოცნება მაპკურა
შენ ისევ სივრცეს გაჰყურებ 

ალბათ კვლავ მტრედებს აპურებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი