0 46

ზეციური ყვავილები


ჩვენს სამეფოში ვახარებთ ზეციურ ყვავილებს,
მერე ყოველ დილით ზემოდან ვაყრით ვანილებს,
და ვუსმენთ მუსიკას ვუკრავთ საოცარ ვინილებს,
ყველა რაინდი ამ მელოდიას რომ ღიღინებს.

ჩვენს სამეფოში ხომ ყვავის ლამაზი საკურა,
და მერე ვაწყობთ ამ ყვავილებს იკებანობა,
დილით ნიავმა კვლავ შენი სურნელი მაპკურა,
და გველოდება კიოტოსთან კაფე კანობა.

ჩვენს სამეფოში ბედნიერი ყველა არსება,
ზრუნავს იყოს მარადიული სიმშვიდე ყველგან,
და თუ შენ იპოვნე ედემთან დიდი მსგავსება,
იქნება ემოციების და გრძნობების დელგმა.

ჩვენს სამეფოში სიყვარულით ანთებულ გულებს,
ეგებებიან სიყვარულით სავსე გულები,
აფრქვევენ ირგვლივ ამ გრძნობებს,ემოციას ულევს
კიმონოთი შემოსილი ეს დიდებულები

ჩვენს სამეფოში ვახარებთ ზეციურ ყვავილებს...
კომენტარები (0)