*** მინდა იცოდე შენი სხეული ***
მინდა იცოდე შენი სხეული, რომ შენი სულის პანთეონია, ამიტომ ნუ ხარ გადარეული, იმით რაც სხვისგან გაგიგონია. დაუკრავს სადღაც აკორდეონი, და ოვაციას ელის მაესტრო, ხომ ელოდებოდა მასაც ლეონი, შეხვედრის შემდეგ რომ არ გაესწრო. იცოდე ყველა ტკვილის შემდეგ, აუცილებლად იქნება შვება, და რაც დაგროვდა მაგ გულში დღემდე, ემოციებში გადაეშვება. დაიმახსოვრე რომ არ ხარ მარტო, და მარტო არც კი ყოფილხარ ოდეს, თუკი გაახელ მაგ თვალებს ფართოდ, სითბოს იპოვნი რომ თუნდაც თოვდეს. თუკი იპოვნი არსებას ვისაც, გინდა მიუძღვნა გრძნობები ნაზი, გსურს რომ ანახო პარიზი,პიზა და ერთად ჩარგოთ მიწაში ვაზი... მინდა იცოდე შენი სხეული, რომ შენი სულის პანთეონია, თუ გიზიდავს ის გადარეული, ბედნიერი ხარ ასე მგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი