*** მთელ სამყაროს***
მთელ სამყაროს მალავ თურმე კაბის ქვეშ, მე და ღამე შენს ფანჯრებთან ვიძინებთ და საღამოს თავს რომ დადებ ბალიშზე გთხოვ იფიქრე შენს დილანდელ ღიმილზე მთელ სამყაროს მალავ თურმე კაბის ქვეშ, პოზიტივი ცოცხლებს გაგვინაწილე შევამჩნიე მუქი ლურჯი სანიშნე და ცაზე ვაკრავ შენი კაბის ნაწილებს მთელ სამყაროს მალავ თურმე კაბის ქვეშ, დედამიწამ უკვე გაიზაფხულა მე და ღამეს რამე მაინც გვანიშნე გაზაფხულმა კარი გაიჯახუნა. მთელ სამყაროს მალავ თურმე კაბის ქვეშ, მე და ღამე შენს ფანჯრებთან ვიძინებთ და საღამოს თავს რომ დადებ ბალიშზე გთხოვ იფიქრე შენს დილანდელ ღიმილზე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი