ნიამორები
სიზმრად ნანახი ნიამორები იკარგებიან სადღაც უკუნში შენ ფანჯრებს მუდამ ღიად ტოვებდი ახლა კი ახრჩობ რკინის ურდულში შენ გიზიდავდნენ ნიბელუნგები და მე ვიყავი შენი ზიგფრიდი მეფიცებოდი მიერთგულებდი ფიცი გატეხე სხვასთან მიფრინდი ბრალიც კი დამდე თითქოს ვიყავი უგულო როგორც ტორეადორი და გრძნობებს შენსას ისე ვრიყავდი არ გღირსებია ჩემგან ამბორი სიზმრად ნანახი ნიამორები იკარგებიან სადღაც უკუნში შენ ფანჯრებს მუდამ ღიად ტოვებდი ახლა კი ახრჩობ რკინის ურდულში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი