*** გამთენიისას ***


გამთენიისას როდესაც მზე ახალ დღეს ძერწავს
ქალაქის უდიდეს ნაწილს კი ამ დროს ტკბილად ძინავს
პირველი სხივი რომ გაანათებს ქათქათა ვერსალს
პატარა პრინცი ნაზად აკოცებს ჟოზეფინას.
 
გამთენიისას როდესაც სასახლის ბაღებს,
დილის ნიავი დაუკოცნის აშოლტილ ტოტებს
პატარა პრინცი გამოდის დიდ აივანზე
და უსმენს ის მგალობელი ჩიტების კონცერტს
 
ბედნიერია პატარა პრინცი მას უხარია
რომ სასახლიდან მთელი ქალაქის ხედი ჩანს
ასე რომ ჰყვავის ბროწეული და ალუბალია
ასეთი ბაღი არ ჰქონია სემირამიდას
 
გამთენიისას როდესაც მზე ახალ დღეს ძერწავს
ქალაქის უდიდეს ნაწილს კი ამ დროს ტკბილად ძინავს
პირველი სხივი რომ გაანათებს ქათქათა ვერსალს
პატარა პრინცი ნაზად აკოცებს ჟოზეფინას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი