*** გაიმაისებ და გაზაფხულს ტანზე მოისხამ ***


გაიმაისებ და გაზაფხულს ტანზე მოისხამ
სიყვარულისთვის ახლიდან დაიბადები,
ჰა დედოფალო ჯერ ცოტა კიდევ მოიცათ
გელოდებიან სასახლის წინ ჯარისკაცები

შეკრებილია მთელი ლაშქარი უკლებლივ ყველა
შეგროვებულან რათა იხილონ პატარა პრინცი
და თქვენი გოგონა პატარა იზაბელა
მინდვრის ყვავილებს აივნიდან ხალხისკენ ისვრის

აღფრთოვანება ათასეულებს ისე დაუვლის
როდესაც პატარა პრინცს აივნიდან გამოახედებ,
პრინცი,იმედი თავადის თუ აზნაურის
მას უკვე მთელი ერი ცოცხლად აღმერთებს.

გაიმაისებ და გაზაფხულს ტანზე მოისხამ
სიყვარულისთვის ახლიდან დაიბადები....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი