*** შენ დაკარგავ კონტროლს თავზე ***


შენ დაკარგავ კონტროლს თავზე დააბრალებ გრძნობებს
მე კი დილით შენს სახელს საერთოდ ვერ ვიხსენებ
ვიქნებოდი შენთან ერთად ერთ თვესა და ორ დღეს
კაფეში რომ დაგპატიჟე ფული სხვისგან ვისესხე
 
შენ დაკარგავ ჩემთან სინდისს დაბრალებ ვნებას
და ქუჩაში ყველა გამვლელს გამოვართმევთ სიგარეტს 
დილით ადრე დაიწყებ შენი ტანსაცმელის ძებნას
შენ ისეთი გოგო ხარ როგორიც მე ვინატრე
 
შენ დაკარგავ ჩემთან ნამუსს დააბრალებ ასაკს
არაფერი არ გვადარდებს არაფერზე ვფიქრობთ
მერე მთელი ღამე წავიკითხავთ ბალზაკს
თავს ვიმტვრევ მე ეს კუპლეტი როგორ გაგირითმო
 
ჩვენ დავკარგავთ კონტროლს თავზე და ჯანდაბას დავკარგოთ
ორი მეამბოხე სული გავხდეთ რამდენიმე,
მინდა ჩემთან ერთად იყო შუადღეს და საღამოს
ამ ლექსს როცა წაგიკითხავ გთხოვ რომ გამიღიმე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი