ლურჯი პლანეტა


ატმოსფეროს ვტოვებ წინ არის კოსმოსი
 ილუმინატორიდან ჩანს ლურჯი პლანეტა
ირგვლივ სიბნელეა და მე მომწონს ის
ეკიპაჟი მზად არის იწყება აჩქარება 

სინათლის სიჩქარით სინათლეს მივსდევ
გადავსერავ გალაქტიკის ყველა კიდეს
გავატარებ ფრენაში რამდენიმე წელიწადს
ვიხილავ ჯერ კიდევ არნახულ პეიზაჟს

მე მიყვარს ხეტიალი შორს სივრცეში
ვიპოვნი დღემდე არნახულ ნაპირებს
დაბრუნებას უკან მე აღარ ვაპირებ
დედამიწას ვნახავ ღამით სიზმრებში

თუმცა აქ ხომ ღამეა მუდამ
ვამყარებ კავშირს კოსმოსურ სადგურთან
ხაზზეა ხომალდის კაპიტანი გისმენთ
გალაქტიკის გამოკვლევას ვიწყებთ

ძებნაში საკუთარი თავის უკეთესი მომავალის
იმედები ხვალის,მოლოდინი ახლის
კოსმოსში ხეტიალი არასოდეს დამღლის
იმედი მაქვს რომ ოდესმე მივადგები სულ სხვა ნაპირს

ჰმ... ვარსკვლავები გარშემო
გრავიტაციული ველი გამოვრთე და დავფრინავ
შეგრძნება თითქოს ვარსკვლავებში ვარსებობ
შეგრძნება თითქოს ვარსკვლავებში დავდივარ

ბავშვი ვარ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი