შავი მორიელი
როგორღაც შემომიძვრა გულში მორიელი, და გავხდი უგრძნობი როგორც მარმარილო, ბოღმაში გრძნობები უნდა ვამარილო როგორც აკეთებდა ამას მოლიერი. კლავიშ ჩამტვრეული ძველი როიალი, მალე აამღერებს მკვდრების სიმფონიას, ჩემთვის ყველაფერი უკვე მინორია, კვლავ ვერ მოვიშალე ღამით ბოდიალი, ლანდებად ქცეული ღამის აჩრდილები, ეარშიყებიან მეძავ სირინოზებს და ცივ სამარეში დაფლულ გვირგვინოსნებს, თხრიან საუკუნოდ სხეულ გაცლილები, შავი მორიელი ისე გაძლიერდა, ყველგან მოავლინა თავის დამქაშები, მასთან ერთად ვიყო უფრო დავფასდები, თავში უმალ ბნელმა ფიქრმა გამიელვა, უკვე გაბატონდა ჩემში მორიელი, რადგან სიყვარულით არა გამოგდისო, სიძულვილის გესლით გული ამომივსო, ასე იქნებიო უფრო გონიერი. მეც დავეხეტები ღამის აჩრდილივით, და ვეარშიყები მეძავ სირინოზებს, ვთხრი ცივ სამარეში დაფლულ გვირგვინოსნებს, მორიელისაგან გულ–სისხლ გამოცლილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი