სიზმრად მეოცნებე
ჩემი ოცნებები სიზმრად მიილურსმნა, იმპულსურად გასცდა რეალობის საზღვრებს, წარმოსახვის ტალღა ჩამქვრალ სირიუსთან ცისფერ კლდეზე ამსხვრევს ფიქრთა გემის აფრებს. ოქროს მონეტებად სკივრში ჩაწყობილი, ფსკერზე იძირება ჩემი ემოცია, მე და ფანტაზია ისე დავძმობილდით როგორც რკინის ძელში,ჟანგი,ეროზია. სადღაც ჰორიზონტზე ზღაპრულ ფასკუნჯივით ქარის ტალღებს აპობს ჩემი მეორე მე, ხელზე გაკეთებულ წმინდა ფსალმუნივით, დამყვა პესიმიზმი სიზმრად მეოცნებეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი