მითხარი რომ...


მითხარი რომ გიყვარვარ,
მითხარი რომ ფიქრობ ჩემზე
მითხარი რომ ჩემთან ერთად
გაიღვიძებ სარეცელზე 

ყოველ დილით
დამახვედრებ ღიმილს
შენ იქნები მხოლოდ ჩემი
და ჩვენ ერთად ვივლით.

მითხარი რომ საყვარელო
ჩემთვის გიძგერს გული
არემარეს მოედება
მალე ბავშვის ჟრიამული.

მითხარი რომ მე ვარ შენი
სიცოცხლე და ცხოვრება
შენთვის ყველაზე ძვირფასი
რაც კი მოგეპოვება.

მითხარი რომ გეყვარები,
როგორც ახლა გიყვარვარ
შენ ხომ ჩემი პრინცესა და
ბავშვი პაწაწინა ხარ

მითხარი რომ გვირილებით
თმებს როდესაც მოგირთავ
გამიღემებ და მაგ ღიმილით
ძველებურად მომხიბლავ

მითხარი რომ ოცნებები
დროა უკვე გაფრინდეს
ჩემი ყველა ოცნება ხარ
და ყოველთვის გამიგებ

მითხარი რომ მითხარი რომ
ეს არ არის სიზმარი
და ჩემთან ერთად ყოფნა
არის შენი მიზანი.

მითხარი გთხოვ, მითხარი გთხოვ
რომ შენ მართლა არსებობ
არ ხარ მითი არც ლეგენდა
ჩემთან ხარ და ასე რომ

დავივიწყო რაც კი იყო
დეპრესია დავძლიო
შემოგხედო შენ და შენი
სადღეგრძელო დავლიო....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი