გავიქცეთ ძვირფასო
გავიქცეთ ძვირფასო თორემ აქ გვესვრიან, მოუნდათ ტირანებს დღეს ჩვენი დაჭერა, რაც იცი,რაც ვიცი ეს ჩვენში დარჩება, პირველი პირი აქ პირველი მკვლელია... გავიქცეთ ძვირფასო თორემ აქ დაგკარგავ, არადა გეძებდი შენ მთელი ცხოვრება, როდესაც ჩემთან ხარ სევდაც კი მშორდება, მოგვიწევს ცხოვრების ბოლომდე დამალვა გავიქცეთ ძვირფასო თორემ თუ გათენდა, ორივე დავკარგავთ ჩვენს თავისუფლებას, არ გინდა არ თქვა აქ ვინმე სულელთან თორემ აქ წამება მუდმივი გახდება. გავიქცეთ ძვირფასო მიყვარხარ ძალიან, მინდა რომ გეფერო სანამ არ მოვკვდები, ვარ შენი ერთგული რომეო მონტეგი, გავრბივართ ღამეა და ირგვლივ ქარია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი