*** ჩემსავით გიოცნებია? ***


ჩემსავით გიოცნებია?
ჩემსავით თუ გინატრია?
და ბოლოს თუკი მიმხვდარხარ,
ცხოვრება რომ თეატრია..
 
აქ ყველა ირგებს კუთვნილ როლს,
წარმოდგენაში თამაშობს,
თავს გახვევს თავის სამყაროს,
რაც აწყობს იმას გთავაზობს.
 
აქ ეპოქები იცვლება,
იცვლება მსახიობები,
სპექტაკლები კვლავ იდგმება,
იზრდება სახეობები
 
ტყუილი,
ღალატი,
ცოდვა..
შური,
ბოღმა
თუ ხოცვა..
სისხლი,
ახლობლის ზიზღი,
ქუჩაში დღესაც ჩამოწვა ნისლი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი