შაჰინშაჰი
რომ მოვკვდები გამიკეთე კრემაცია, ჩემი ფერფლი მოაბნიე შანგრი ლაში, რომ მაგიჟებს ეგ წითელი პერანგია, მხევალი ხარ მე კი შენი შაჰინშაჰი. შენი მზერით მონუსხული ღულამები, მოპარავენ დიდებულებს ბრილიანტებს, ხონჩით ოქროს მოგართმევენ მულატები, შენი მსგავსიც არ ჰყოლია მითრიდატეს. ტროას ცხენი მხოლოდ შენთვის გაჭენდება, თეთრი გედი სიკვდილის წინ შენ გიმღერებს, დროს რომ სთხოვო დროც კი შენთვის გაჩერდება, კომპლიმენტებს ვიცი ისევ შეიფერებ. შემოისხი ტანზე თეთრი პენუარი, ჩემი იყო გამაჩნია ამბიცია, ისეთი ხარ დაგხატავდა რენუარი, არ გიყვარვარ? – ეგ ხომ მხოლოდ კაპრიზია. ქალი ხარ და აიჩემე სიკეკლუცე, მიყვებიან შენზე ამბებს დერვიშები, გახდი ჩემი და ბოლომდე მიერთგულე, თორემ უკვე უშენობით შევიშლები. ვეღარ მათრობს ვეღარც ღვინო,ვერც თრიაქი, შენ ხარ ჩემი სულის ნარკოტიკი, გაგსინჯავ და ზღვის ნაპირას განთიადი პალმები და შენი თმები ჩამოშლილი..... რომ მოვკვდები გამიკეთე კრემაცია, ჩემი ფერფლი მოაბნიე შანგრი ლაში, რომ მაგიჟებს ეგ წითელი პერანგია, მხევალი ხარ მე კი შენი შაჰინშაჰი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი