რიტუალი


შხამი გროვდებოდა შურისმაძიებლის
გაბოროტებულ და ზიზღით სავსე გულში,
იყო მოქალაქე ის უკაცრიელი
კუნძულის და თითქოს ჩაესმოდა ყურში:

"ყველას დააჩოქებ ვინც შენ გაჩოქებდა,
მათი სისხლით მორწყავ ქუჩებს გაზაფხულზე,
გახსოვს ის გოგონა ვისზეც გაბოდებდა,
მასზე მოგონება დროა.. გადაფურცლე...
 
ცოტაც დაიცადე ცოტაც მოითმინე,
შესაფერის მომენტს მოგცემს ეს ცხოვრება,
ხოდა ნუ იჩქარებ კარგად მომისმინე,
ვინც რას იმსახურებს ის მოეთხოვება."
 
და ის ამ ფიქრებით ისე იღრღნებოდა,
როგორც ჭიისაგან ფესვმაგარი მუხა,
ყოველი დღე ამ ფიქრით იწყებოდა
როცა ჯერ კვლავ ძილში მყოფი უყურებდა ბუხარს.
 
უკვე დაგეგმილი ჰქონდა დასასრული
მტრების ცხოვრების და აზუსტებდა თარიღს
როცა დადგებოდა მათი აღსასრული
და მათ მძორ სხეულებს მოაყრიდა მარილს
 

შავებში ჩაცმული სახეზე ნიღაბით
შავ სანთლების შუქზე გულებს დააგლეჯდა
და ამ უღმერთო ბნელი რიტუალით
ბოღმას და სიძულვილს ის თავს დააღწევდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი