*** მიყვარს როცა შენს ღიმილს ***
მიყვარს როცა შენს ღიმილს თითზე დავიფერთხავ შენი სულის ნაწილებს დავაწყობ ლანგარზე სანამ გაზაფხულში ჩვენში იფეთქავს მინდა მათრობდეს შენი სილამაზე მკერდზე დაგაწერ გუაშით ჩემს სახელს, კისერზე გაკოცებ ჩარლის ანგელოზო ოცნებით აგიგებ ზღაპრულ ციტადელს, უნდა ჩამაბარო კლიტენი კამელოტო. მე ვარ ჯვაროსანი ტამპლიერთა ორდენს, უნდა მოვუტანო სიმდიდრე და განძი ასი სიცოცხლიდან ერთიც რომ არ მქონდეს ასს სიცოცხლეშიც კი შენ თავს მე არ გავცვლი. როგორ შეგადარო ეშმაკს ან კი იფრითს არადა სულში კი გიზის შაითანი შენში გველი წელში ცხრა ტყავს გამოიცვლის უკვე შეგიცანი კარგად გაგიცანი. ჩემი სტიმული ხარ მე შენ მოგიპოვებ ისე მოგარჯულებ როგორც ჯიუტ ულაყს ყველაფერს მივაღწევ თუკი მოვინდომებ უკვე ვეღარ მეტყვი საყვარელო უარს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი