ფიქრის დელფინები


გარეთ ლამპიონის მკრთალი განათება,
თოვლის ფანტელები ქუჩებს ეფინება
რამეს მიგახვედრეს ჩემმა ქარაგმებმა?
ვხედავ ოდნავ მაგრამ, მაინც გეღიმება.

ახლა ემოციებს შევხსნი მწვანე ბაწარს,
რითმებს ამოვქარგავ ცაზე ყაისნაღით,
მინდვრის გვირილებით დაგიმშვენებ ნაწნავს,
მოგიხატავ წამწამს ბაცი მწვანე ყალმით...

გარეთ ლამპიონის მკრთალი განათება,
თვალწინ გამირბინეს ფიქრის დელფინებმა,
თქვი რას მიგახვედრეს ჩემმა ქარაგმებმა,
ძლიერ მომწონხარ შენ როცა გეღიმება....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი