მთავარსარდალი


მე არ დავიცლები ჩემში მუდამ არის,
რითმად დაწყობილი ლექსის სტრიქონები,
მთავარსარდალი ვარ მეოცნებეთ ჯარის
ლექსის კუპლეტიდან გრძნობად ვიჟონები.

მე ვარ ერთი წვეთი პოეზიის წვიმის,
მე ვარ ერთი ტყვია პოეზიის თოფის
ერთი სულიერი, მკვიდრი დედამიწის
მოყვარული,დარდის,სევდის შემოდგომის

მე ვარ ის მერანი ტატოს რომ უნდოდა,
მე ის მერიცა ვარ ტაბიძეს რომ სურდა,
მე ვარ შთაგონება პოეტთ რომ უხმობდა
კაეშანიც მე ვარ პოეტებს რომ სძულდათ.

მე ვარ მთვარის ბნელი უხილავი მხარე,
პოეზიის ზღვაში მე ვარ მარჯნის რიფი,
დიდება და ქება არ სჭირდებათ გვამებს,
სანამ ცოცხალი ვარ , ახლა გამიფრთხილდით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი