*** ძლიერ მეძინება ***
ძლიერ მეძინება თვალებს ხელით ვიჭერ რომ არ დამეხუჭოს და არ დამეძინოს, იქნებ ხუმრობაზე მაინც გამეცინოს უძილობასთან ომს კოფეინით ვიგებ. კლავიშს ვარაკუნებ და შენ გწერ მესიჯებს, კომპლიმენტს არ გაკლებ, გულზე ბოქლომს გიღებ, თავი მოგაწონო, მე იმ ნიღაბს ვირგებ, რითაც ვატყუებდი მომხიბლავ მეტიჩრებს. მაგრამ ჩამივარდა კოვზი მე ნაცარში, აღარ გაამართლა ძველმა მეთოდებმა, თურმე შემპარვია გულში შეცოდება ნუთუ შემიყვარდა ვინმე ამ ქალაქში?! ვეღარ მოგატყუე, ვეღარ გაგიმეტე თვალწინ გაგიშალე თითქმის ყველა კარტი, შენ ხომ შეშლილი ხარ როგორც გიჟი მარტი, შენზე ფიქრები მე ვგრძნობ თმებს გამითეთრებს. რეალობას ვხედავ არა ნაცრისფერად, ჩემი ლექსით ვცდილობ შიფრის გადმოცემას და ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა გავდა ღამის ცაზე მთვარის გაბრწინებას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი