ხუთი დღე
გუშინწინ ფრთები დამემტვრა, ღრუბლიდან ძირს დავენარცხე, განშორებისას რა მეთქვა?! ნეტავი სულ არ მენახე!! გუშინ ლექსები დავხიე, მოგონებები დავწვი, შენ მეოცნებედ მაქციე და ჩემს ფიქრებში კვლავ წვიმს. დღეს მე ოცნება დავმარხე, მიუღებელი იყო, რაც მქონდა ისიც დავკარგე, გული სიყვარულს ითხოვს. ხვალ რა მოხდება არ ვიცი, ბედისწერა რას მიზავს, მეტს უკვე ვეღარ დავიცდი, სხვისკენ მივმართავ მიზანს. ზეგ მჯერა კვლავ მზე ამოვა, და ჩემსკენ გამოანათებს, რაც გულს სურს ის თუ გამოვა ცხოვრება კვლავ გამახარებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი