დეპრესია


კვლავ თვალზე ცრემლი და გულში სევდა
კვლავ მარტოობის წუთები გრძელი,
ოცნების მორგი ჩამქვრალი ნატვრა,
დაკარგულ გრძნობას მე ისევ ველი.

უიმედობა წარსულში ძებნა
ბედნიერების რამდენიმე დღის,
განშორებისას ბოლო ამბორის
კვლავ გახსენება უკვე ფიქრებს ღლის.

უსაზღვრო დარდი მელანქოლია,
როგორც ბორკილი გულს ისე ადევს,
თეთრად თენება კუნაპეტ ღამის
შენი აჩრდილი მუდამ თან დამდევს.

ტილოზე ვხატავ ნახატს შავ ფერში,
ვერ ვხედავ ნათელს, ვერც იმედის სხივს,
მოსპე ოცნება, მარგუნე სევდა
გაჩუქებ ცრემლით ასხმულ ნატვრის მძივს.

დავლევ დავთვრები, იქნება გაქრეს,
გადამავიწყდეს არსება შენი
დამშვიდდეს სული, დაწყნარდეს გული,
წარსულში დარჩეს ის ძველი დღენი.

იქნება კიდეც სხვა შემიყვარდეს,
და მას მივუძღვნა განცდები ჩემი,
ან იქნებ სულაც გავშორდე ყველას
დავძირო გული ვით ზღვაში გემი.

მაგრამ მე არ მსურს უსიყვარულოდ
რომ გავატარო ცხოვრების წლები,
მოვკვდე დამმარხონ განცალკევებით
ჩემს სამარეზე დარბოდნენ მგლები.

მსურს გავიხარო, დავტკბე ცხოვრებით
ჩემმა ოცნებამ შეისხას ფრთები,
ეს დეპრესიაც დავძლიო მინდა
თორემ შევატყვე ეული ვხდები.

მწამს გათენდება ერთი დღეც ჩემთვის
და ვიგრძნობ ჩემში ძლიერ ცვლილებას,
დავამსხვრევ ბორკილს, განვიქარვებ დარდს
მოვახდენ ჩემში სახეცვლილებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი