*** ნაცრისფერია შენი ოცნება ***
ნაცრისფერია შენი ოცნება, შენი ფიქრები დეპრესიული, როცა შენს თვალებს ცრემლი მოწყდება ტკივილი ხდება ყოველდღიური. თითქოს შორდება შენს სხეულს სული განიცდი ძლიერ სიცარიელეს, შავი აჩრდილი ციდან მოსული გაწმენდს სახეზე სისხლიან ხელებს. ნატრობ სუიციდს აღარ გსურს სუნთქვა, შენი მიზანი ხდება სიკვდილი გახსოვს? ყოველთვის იყავი გულთქვა ახლა კი წარსულს ნუღარ მისტირი. ნაწვიმარ გზაზე ითვლი ნაბიჯებს, თითო ნაფეხურს ადრი განვლილ დღეს, იხსენებ იმ დროს და შენ გაკვირვებს ასეთს ამდენ ხანს როგორ გაგიძლეს. გრძნობ სინანული იღვიძებს შენში, გიპყრობს ძლიერი სასოწარკვეთა ჭაღარაც მოსჩანს უკვე შენს თმებში, მაგრამ ცხოვრება ჯერ არ მთავრდება... პირიქით ახლა იშლება ვარდი, ბუნება აფრქვევს სიცოცხლეს ირგვლივ, შენში კი ჭარბობს სევდა და დარდი ვიცი ყოველთვის ჩემს კვალზე ივლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი