მეოცნებენი


მოდი ავფრინდეთ ცაში ყველაზე მაღლა,
ზურგზე გამოვისხათ ჯადოსნური ფრთები,
ცისარტყელიდან ჩამოვყვეთ ღრუბლებს დაბლა,
ისევ ბავშვივით მეოცნებენი ვრჩებით.

მოდი ავაგოთ ქვიშის სასახლე ზღვაზე,
ოღონდ ისე, ვერ დაგვინგრიოს ტალღებმა,
და არ ვიფიქროთ თუ რა მოხდება ხვალ–ზეგ,
ჩვენი ერთად ყოფნა ისურვა განგებამ.

მოდი გავუყვეთ შორს ვარდისფერ ბილიკებს
და თან შევაგროვოთ ფერადი ფოთლები,
ჩვენი სურვილები გავანდოთ ტირიფებს,
ხვეულ თმაზე ნაზად გეამბორები.

მოდი დავამტვრიოთ სულ ყველა საათი,
ქვეყნად გავაჩეროთ ჩვენ დროის მსვლელობა,
ტანზე შემოვიცვათ ოცნების ხალათი
გვექნება ერთად ყოფნის შესაძლებლობა.

მოდი ფანტაზიას მივცეთ გასაქანი,
არარეალური ფერები დავხატოთ
მთვარეს გადავაფაროთ თავზე საბანი
ჩვენი სახელები ღრუბლებზე დავქარგოთ.

მოდი ვიოცნებოთ კვლავ გულის წასვლამდე,
თავი წარმოვიდგინოთ ზღაპრის გმირებად,
სანაპიროზე ვირბინოთ მზის ჩასვლამდე
ილუზია ვაქციოთ თავდავიწყებად...

მოდი ავფრინდეთ ცაში ყველაზე მაღლა,
ზურგზე გამოვისხათ ჯადოსნური ფრთები,
ცისარტყელიდან ჩამოვყვეთ ღრუბლებს დაბლა,
ისევ ბავშვივით მეოცნებენი ვრჩებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი