ძვირფასო
რატომ გაჩუმდი ძვირფასო სათქმელი არაფერი გაქვს? რატომ თრთი,რატომ ცახცახებ რად ვეღარ აკონტროლებ თავს? რატომ ტირიხარ ძვირფასო, რატომ ჩამოგდის ცრემლები, უკვე გაიგე რომ თურმე, ვარდსაც ჰქონია ეკლები. რატომ არ ამბობ ძვირფასო, ღამით შენ რა არ გაძინებს, ნუთუ შენც გული გატკინეს გემივით ზღვაში დაძირეს. რატომ გარბიხარ ძვირფასო, ეს გზა ხომ შენ აირჩიე, სხვა გზის არჩევაც შეგეძლო გახსოვს? რამდენი გირჩიე. რაზე ჩაფიქრდი ძვირფასო, ნუთუ ოცნებებს დანებდი, ხომ არ გეგონა ცხოვრებას სულ ბედნიერად გალევდი. რატომ გაბრაზდი ძვირფასო, ნუ შფოთავ არ შეიძლება, ნუ ბრაზობ, თავს გაუფრთხილდი წარსული არ შეიცვლება. რატომ მირეკავ ძვირფასო, შენთვის ხომ არაფერი ვარ, არ მჯერა შენი ზღაპრების რომ გენატრები,გიყვარვარ. რად არ მიდიხარ ძვირფასო, თავს რატომ აღარ მანებებ, რატომ იგონებ ძველ ამბებს, ჩვენს წარსულს რატომ მახსენებ. იცი, შემძულდი ძვირფასო, ჩემში შენ გრძნობა მოკალი, ნუ გაჰკივიხარ, ნუ მოთქვავ გაქვს საშინელი ვოკალი. არ მინდა შენთან ძვირფასო, ეს გული შენ არ გეკუთვნის, გახდი მეუღლე ტაქსისტის ან საყვარელი მედუქნის.... მოკლედ ხომ გესმის,რაც მე ვთქვი, ვერ ეღირსები იმ წამს რომ კვლავ ჩემთან იყო ჩემს გვერდით და მე გიწოდო "ძვირფასო"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი