აბსტრაქტული გველები


აბსტრაქტული გველები მახსოვს მაშინ დახატე,
როცა კონტულეტამდე სავალი გზა დაკარგე
მახსოვს დარდით აღვსილმა შენი სევდა დაქარგე
განცდის გადმოსაცემად ყველა გრძნობა დახარჯე.

გადახლართე ერთმანეთში ნაცრისფერი გველები,
გაურიე საღებავში სევდიანი ფერები,
შავ დედოფალს დაუტოვე თეთრი მეფის მძევლები,
სურათს ყველგან ეტყობა შენი ნაზი ხელები.

შენ კი ჯერ არ ჩერდები ისევ ხატავ ახალს,
შენს ოცნებებს გადმოხატულს არ ანახებ დაქალს.
რა იციან შენი გული რამდენ რამეს მარხავს
ღამით როცა ყველას ძინავს რა სურვილებს ჩარხავს.

იკეტება კონტულეტი იხატება გველები,
უკვე მარტო აღარა ხარ, შორიდან თავს გევლები,
გადაგიგდე ნიღაბი შემოგწმინდე ცრემლები
სათითაოდ ჩამოვახრჩვე შენი კატის მკვლელები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი